სტექსი გთავაზობთ სწრაფ გადაზიდვებს, როგორც გერმანიის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ჩვენ მოგაწოდებთ ნებისმიერი ტიპის საქონელს.

სტექსი საქართველოში

სტექსი ევროპაში

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სანდო ექსპრეს ლოგისტიკური კომპანია ევროპაში. ჩვენ მოგვაქვს თქვენი საქონელი სასურველი ადგილიდან (სურვილის შემთხვევაში დაუყონებლივ). GPS-ის საშუალებით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გააკონტროლოთ ტვირთის ადგილმდებარეობა. ჩვენს განკარგულებაშია 7000-ზემეტი სატრანსპორტო საშუალება, რომელთა მეშვეობითაც დავალების შესრულება მაქსიმალურად სწრაფად ხდება.

ჩვენ გვაქვს ფილიალები ბერლინში (გერმანია), ოდესასა (უკრაინა) და უჟჰოროდში (უკრაინა). რუსეთის შეჭრამაც კი ვერ შეაფერხა უკრაინაში არსებული ოფისების ფუნქციონირება. ჩვენ დავრჩით ჩვენი საქმიანობის ერთგული და უკრაინელი თანამშრომლების სტაბილური დამსაქმებელი.

სტექსი გერმანიაში სტექსი უკრაინაში

სტექსი საქართველოში

სტექსი აქტიურად ფართოვდება: ამიტომ 2023 წელს დავაარსეთ სტექსი საქართველო და გადავწყვიტეთ თბილისიდან ჩვენი ბიზნესის მხარდაჭერა.

გვახარებს ის ფაქტი, რომ მოტივირებულ ქართველ თანამშრომლებს ვთავაზობთ პერსპექტივებს და კარიერულ წინსვლას ჩვენს გუნდში. ასე შეუძლიათ მათ ევროპული ღირებულებებისა და გამოცდილების გაზიარება: ევროპული სტანდარტი ნიშნავს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.

გამოაგზავნე შენი რეზიუმე სტექს-ში

ჩვენი ადგილმდებარეობა

ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში ცენტრალურ ადგილას: თბილისის ძველ უბანში, მეტროსადგურიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით.

ქალაქი თბილისი, ამჟამად მილიონზე მეტი მოსახლეობით, თავისი მღელვარე ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე მოექცა სხვადასხვა გავლენებისა და მმართველობის ქვეშ. ქალაქი საქართველოს დედაქალაქი იყო მაშინაც კი, როცა ქვეყანა ოსმალეთის იმპერიისა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა. განსხვავებული კულტურების გავლენა დღესაც შეიმჩნევა ქალაქში. როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი, თბილისი დღემდე ქვეყნის კულტურულ ცენტრად მიიჩნევა. ცნობილია, რომ თბილისში სამუშაო პირობები როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე ბევრი უცხოელი დამსაქმებლისთვისაც ერთობ ხელსაყრელია.

ჩვენი ოფისი

სტექსი ზრუნავს თავის თანამშრომლებზე, მათ საჭიროებებსა და მიზნებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნდობა, განვითარება და ზრდა.

ჩვენი თანამშრომლები სარგებლობენ მრავალი უპირატესობით: მათ აქვთ სრულყოფილად აღჭურვილი სამუშაო ადგილი, შეუფერხებელი სამუშაო გარემო და პოზიტიური ორგანიზატორული კულტურა. გარდა ამისა, გუნდის წევრებს შორის უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება, ხელს უწყობს სასიამოვნო და პროდუქტიული სამუშაო გარემოს შექმნას.

ჩვენი წარმატება ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა, რამაც ნომერ პირველ კომპანიად გვაქცია: ამიტომ ჩვენ ყოველთვის ნიჭიერი თანამშრომლების ძიებში ვართ.

გახდი სტექს საქართველოს გუნდის წევრი.

თანამშრომლობა: შენი უპირატესობები

გახდი სტექს საქართველოს გუნდის წევრი. ჩვენთან ერთად მუშაობა ბევრ უპირატესობას გთავაზობს, როგორებიცაა:
  • სრულყოფილი საოფისე აღჭურვილობა
  • პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფა
  • მიმზიდველი სახელფასო შეღავათები
  • ანაზღაურებადი შვებულება
  • პოზიტიური სამუშაო გარემო მოტივირებულ გუნდში
  • პიროვნული და პროფესიული განვითარება
  • კარიერული წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობები საერთაშორისო კომპანიაში
შეგიძლია გაიუმჯობესო შენი ინგლისური და გერმანული ენის ცოდნა:

შენ გექნება წვდომა სასწავლო პროგრამებზე და სისტემატიურად ჩაგიტარდება ონლაინ გაკვეთილები.

თანამშრომლების მოტივაცია მნიშვნელოვანია:

შენ იღებ სტიმულს პუნქტუალურობისთვის, ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად და ეკონომიკურად მომგებიანი ბიზნეს გარიგებებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ დასაქმებას და ბენეფიტებს/ბონუსებს:

ჩვენ ვიხდით დროულად და შენ მიიღებ გერმანული სტანდარტების შესაბამის სამომხმარებლო ხელშეკრულებას.

შენ სარგებლობ კარიერული ზრდის შესაძლებლობებით:

ჩვენ მხარს ვუჭერთ შენს პროფესიულ განვითარებას. შენ გაქვს შესაძლებლობა ისწავლო, ივარჯიშო და იმუშაო. გაიუმჯობესე პოზიცია, გამოიმუშავე მეტი ფული და გაუკვალე სხვა ადამიანებს წარმატების გზა.

შენი სამსახური ქალაქის ყველაზე კარგ უბანშია:

პირდაპირ თბილისის ცენტრში.

კარიერა

მოხარული ვართ, რომ სტექსი შენს პოტენციურ დამსაქმებელად აირჩიე. ჩვენ ვაფასებთ შენს კომპეტენციას, გეხმარებით ცოდნისა და უნარების გაღრმავებასა და წინ წამოწევაში. ის, რომ შენ სტექს საქართველოს ფილიალში დასაქმებით დაინტერესდი, ეს ჩვენი კომპანიისთვის ერთგვარი სტიმული და მოტივაციაა.

გსურს მომავლის შექმნა ჩვენთან ერთად? შეარჩიე სწორი პოზიცია: შეიტყვე, როგორ გახდე ჩვენი გუნდის წევრი და როგორ მოემზადო ამისთვის საუკეთესოდ. ჩვენ გვსურს გაგიცნოთ და მოუთმენლად ველით შენი განაცხადის მიღებას. აქ შეგიძლია მიიღო დამატებითი ინფორმაცია.

გაეცანი ჩვენს ვაკანსიებს: ერთ-ერთი მათგანი შენთვის შესაფერისი პოზიცია შეიძლება იყოს

დისპეჩერ-გამანაწილებელი სრულ განაკვეთზე, საოფისე სამსახური
მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი სრულ განაკვეთზე, საოფისე სამსახური